”საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" ხუთ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკის შექმნაზე განცხადება გააკეთა.
ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული: ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, კახა კუკავას პარტია ”თავისუფალი საქართველო", კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ”თავისუფლება”, აკაკი ასათიანის ”ტრადიციონალისტთა კავშირი”, გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენაძის ”ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.
საარჩევნო ბლოკის სახელწოდება ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია” იქნება.
როგორც ბლოკში აცხადებენ, სხვა პარტიებთან კონსულტაციისთვის მზად არიან, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან ასოცირებული პარტიებისა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.