დონალდ ტუსკი: მომავალი არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანი გამოცდაა, რომ შევამოწმოთ საქართველოს დემოკრატიის მოქნილობა და გაძლიერება
08-06-2016, 06:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალი არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანი გამოცდაა, რომ შევამოწმოთ საქართველოს დემოკრატიის მოქნილობა და გაძლიერება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა გააკეთა.

 

 

ტუსკი სხვა საკითხებთან ერთად კორცხელში მომხდარ ინციდენტსაც შეეხო და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებულ ძალადობას ”არასასიამოვნო ფაქტი” უწოდა.

 

 

”ორმხრივ ურთიერობაში საკმაოდ დიდი წარმატებაა მიღწეული და საკმაოდ მძლავრი, ძალზედ ძლიერი განწყობა და სვლაა საქართველოს მოსახლეობისა ევროპის მიმართულებით, დემოკრატიის გაძლიერებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე. ნამდვილად სასიამოვნოა ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ძალზედ კარგად მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ ამისგან მაქსიმალური ნაყოფი და სარგებელი უნდა მივიღოთ.

 

 

ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება ოქტომბერში. სულ ახლახან მომხდარი ფაქტი, პარლამენტის დეპუტატებსა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გარკვეული ძალადობის შესახებ, ნამდვილად არასასიამოვნოა, თუმცა სასიამოვნოა, რომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები - აღიძრა საქმე. მადლობა ბატონო პრეზიდენტო იმისთვის, რომ თქვენ ძალზედ მკაფიოდ და ნათლად წარმოაჩინეთ თქვენი პოზიცია. ეს მოვლენები შესაბამისად შეაფასეთ. რაც მე მოვისმინე თქვენგან, ნამდვილად ბევრის მთქმელია.

 

 

მომავალი არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანი გამოცდაა იმისთვის, რომ შევამოწმოთ საქართველოს დემოკრატიის მოქნილობა და ძლიერება”, - განაცხადა ტუსკმა.

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ელოდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალღონეს არ დაიშურებს იმისთვის, რათა მოხდეს ყველა პოლიტიკური ძალისთვის ”ძალზედ მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს” უზრუნველყოფა.

 

 

”ამის ძალიან კარგი წინაპირობა არსებობს”, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

 

 

ტუსკმა პრესკონფერენციაზე ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერაც დააფიქსირა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი