"ქართული სირცხვილი", - ამ სათაურით აქვეყნებს The Wall Street Journal - ი სტატიას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით.
სტატიაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური ვენდეტა პოსტსაბჭოთა დამოკრატიის იშვიათ წარმატებას საფრთხის ქვეშ აყენებს. მასალაში გამოთქმულია იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამასთან დაკავშირებით ხმას ამოიღებს.
"მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2003 წელს "ვარდების რევოლუციის" ლიდერი იყო, გახდა პრეზიდენტი, აშშ-ის მოკავშირე და ვლადიმერ პუტინის მტერი. 2012 წელს მან არჩევნებში დამარცხება განიცადა და ხელისუფლება გადააბარა. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლიდან მალევე დაიწყო საეჭვო გამოძიებები მიხეილ სააკაშვილის მოკავშირეების მიმართ, ორშაბათს კი ბრალი თავად სააკაშვილს წაუყენეს. საუკეთესო, რისი მოფიქრებაც პროკურატურამ შეძლო, ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების წინააღმდეგ და დახურა ოპოზიციური ტელევიზია. სააკაშვილი ახლა აშშ-ში ასწავლის და უკრაინის ახალ პროდასავლურ ხელისუფლებას რჩევებს აძლევს, მაგრამ მისი კოლეგები საქართველოში შურისძიების ტვირთს ეზიდებიან", - ნათქვამია სტატიაში და ამ კონტესტში ასევე მოხსენიებულია თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრება.
"გასულ თვეში საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ასევე, სურს ნატო-ში გაწევრიანება. დასავლეთს აქვს გავლენა თბილისზე და ჩვენს ეს გავლენა უნდა გამოვიყენოთ", - ნათქვამია The Wall Street Journal-ის სტატიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.