მინისტრებმა, რომლებიც საარჩევნო სიაში მოხვდებიან, თანამდებობები პარტიული სიის წარდგენის მომენტიდან უნდა დატოვონ, - ამის შესახებ განცხადება დღეს ცესკო-ში გაკეთდა. მათივე ინფორმაციით, პარტიებმა საარჩევნო სია არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე უნდა წარადგინონ.
მინისტრების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვასთან დაკავშირებით ცესკო-ში აცხადებენ, რომ მათ არასამუშაო საათებში საარჩევნო კამპანიაში ჩართვა არ ეკრძალებათ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ტარდება, საარჩევნო კამპანია კი დღეს დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.