"მაპ-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ნატო-ში მეტი საქართველო იყოს, საქართველოში კი - მეტი ნატო“, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, არსებობს საქართველო-ნატო-ს კომისია, არსებითი პაკეტი, ასევე პარტნიორობა და თანამშრომლობა, რომელსაც საქართველოსთან ვავითარებთ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაპ-ი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.