ბუნდესტაგის პრეზიდენტი: გერმანიას აქვს ინტერესი, რომ საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი ღიად არ იყოს დარჩენილი
08-06-2016, 09:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ, რაც საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება, გერმანიას აქვს დეკლარირებული ინტერესი, ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი ღიად არ იყოს დარჩენილი, - აღნიშნული განცხადება ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ნორბერტო ლამერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

”მაგრამ, მაინც მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გახლავთ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონკრეტული თარიღი. ბატონ უსუფაშვილსაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ის ფაქტი, რომ არსებობს მთელი რიგი მოსაგვარებელი პრობლემები, მაგრამ ეს არ არის ორმხრივი ურთიერთობების საკითხი.

 

 

ჩვენ გვჭირდება ევროპული გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს სხვა ქვეყნებთან ვიზა-ლიბერალიზაციას. უნდა ვიპოვოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც მომავალში სხვა ქვეყნებსაც გამოადგება", - განაცხადა ნორბერტო ლამერტმა.

 


ბუნდესტაგის პრეზიდენტის განცხადების თარგმანს ტელეკომპანია ”იმედი” ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი