ამერიკული სოციოლოგიური ინსტიტუტის Pew Research Center-ის გამოკითხვის შედეგების, მიხედვით ევროპულ ქვეყნებში ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური განწყობები ძლიერდება. აღნიშნულ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში ევროკავშირის მიმართ დადებითად რესპონდენტთა 50% არის განწყობილი, რაც შარშანდელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.
საფრანგეთში ევროკავშირს ნდობას რესპონდენტთა 38% უცხადებს, რაც გასულ წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.
ყველაზე უარყოფითად ევროკავშირის მიმართ საბერძნეთია (27%) განწყობილი.
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 48%-ს აქვს.
ნდობის ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება ევროკავშირის ახალ წევრებში, მაგალითად პოლონეთში (72%) და უნგრეთში (61%).
ევროპელებში ყველაზე მეტ უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირის ქმედებები მიგრაციული და ეკონომიკური კრიზისის მოგვარების საკითხში. ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკას არ ეთანხმება გამოკითხული ესპანელების 65%, ფრანგების 66%, იტალიელების 68% და ბერძნების 92%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.