შალვა ნათელაშვილი: წმიდა ადგილას, სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს შორის, მილიონერი "ყომარბაზი", ვინმე უგულავა აშენებს კაზინოს და აეროდრომს
08-06-2016, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მცხეთა არის მეორე იერუსალიმი და დაუშვებელია სვეტიცხოვლის, ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე აეროდრომის, კაზინოების აშენება. ამას ჩვენ არ დაუშვებთ", - აღნიშნული განცხადება ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ გააკეთა, სადაც თანამოაზრეებთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

ნათელაშვილის განცხადებით, წმიდა ადგილას სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს შორის ივანიშვილთან დაახლოებული მილიონერი "ყომარბაზი", ვინმე უგულავა აშენებს კაზინოს და აეროდრომს, რაც საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა დაუშვას.

 

 

"მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე, რათა ამ უწმინდურებს ჩვენი ეს უდიდესი სიწმინდე არ წავაბილწინოთ. დღეს იუნესკოში გაიგზავნა მიმართვა, რათა საერთაშორისო ძალისხმევითაც იქნას აღკვეთილი ეს უზნეობა. რა თქმა უნდა ძირითადი გადამწყვეტი ფაქტორი არის ქართველი ხალხი და ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, სანამ ეს ავაზაკები თავისი ნებით უარს არ იტყვიან ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე," განაცხადა ნათელაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი