საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, ლაგოდეხის მთებში მაშველებმა კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მათი ინფორმაციით, ცხედარს, იდენტიფიცირების მიზნით, ექსპერტიზა უტარდება. არ არის გამორიცხული, გარდაცვლილი სამი თვის წინათ გაუჩინარებულ მონადირეთაგან ერთ-ერთი იყოს.
ლაგოდეხში ოთხი მონადირე სანადიროდ 28 დეკემბერს გავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, დანარჩენებს კი ეძებდნენ. ერთ-ერთი დაკარგული მონადირის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე დღის წინათ იპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.