გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე ენერგეტიკის თემაზე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას
08-06-2016, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ხვალ სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და თბილისში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - „ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება - ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა“ მიიღებენ მონაწილეობას.

 


ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, მაკკეინის ინსტიტუტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულების დირექტორი დევიდ კრამერი, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ედუარდ ჩოუ. ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მოღვაწეები და ენერგეტიკის დარგის ექსპერტები, ოპოზიციის წარმომადგენლები, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის ევროპის და შეერთებული შტატების გამოცდილი პოლიტიკოსები, დიპლომატები, მეცნიერები და ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი