"სიმართლე გითხრათ, მჯერა, როცა თქვა, "ოცნების" საარჩევნო სიის შედგენაში ჩართული არა ვარო, რადგან სიების საკითხი მას მაინცდამაინც არასოდეს აინტერესებდა," აღნიშნული ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "რეზონასთან" საუბრისას, ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნო სიის შედგენაში მისი მონაწილეობის შესახებ გაკეთებული კომენტარის საპასუხოდ თქვა.
"არც ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანია. ის საკითხს უფრო სისტემურად უყურებს - კონტროლის თვალსაზრისით. მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება სიაში. ის სიას, როგორც პიროვნებების ჯგუფს, კი არ აღიქვამს, არამედ როგორც მასას, რომლის მართვაც შეიძლება ან არ შეიძლება. ცალკე პიროვნებების ინტერესი მაინცდამაინც არ აქვს. მთავარია, მასა მართვადი იყოს, როგორც დღევანდელი უმრავლესობა. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა ნახევარზე მეტის გვარებიც კი არ იცის, თვალითაც არ უნახავს და არც აინტერესებს, ვინ არიან. მთავარია, კონტროლი იყოს და კონტროლის ელემენტები აღარ აინტერესებს. სურათს მთლიანობაში უყურებს. ასეა სიასთან დაკავშირებითაც - პატარა ადამიანების პატარა ამბიციებს განვითარების საშუალებას მისცემს, მაგრამ მთავარია, მთლიანობაში ეს ყველაფერი ერთიანი მასა იყოს, რომელიც საჭირო დროს ხელს საჭირო პულტებს დააჭერს," აცხადებს გია ხუხაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.