"მოჯადოებული პოლიტიკური მარათონი" გრძელდება - ეს ქვეყანასაც დააზიანებს და "გარბენის მონაწილეებსაც"
08-06-2016, 10:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, ქვეყანაში საარჩევნო კამპანიამ სტარტი აიღო, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვეღა დარჩა. 25 წლიანი გადასახედიდან თვალი რომ გადავავლოთ საქართველოში ჩატარებულ წინასაარჩევნო კამპანიას, სხვადასხვა დონის არჩევნებს, დავინახავთ, რომ მათ შორის დიდი მსგავსებაა და ბევრი არაფერი შეცვლილა.

 

 

უწინარესად, მხედველობაში მაქვს ქვეყანაში დაწყებული წინასაარჩევნო „ფუსფუსი“, ახალი თუ ძველი „ცნობადი სახეების გამოჩენა და გადაადგილება“ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში, რომელიც ლამის მთავარ საკითხად მიაჩნდათ და დღესაც მიაჩნიათ ამ პარტიების ლიდერებს! რასაკვირველია, რომ ზოგადად, „ახალი, სიახლე“ ყოველთვის პოზიტიურ განცდებს აღძრავს, ვიდრე „დაძველებული (გარდა კონიაკისა..), ძველმანი, ყავლგასული“. მაგრამ, პოლიტიკასთან მიმართებაში, როცა საუბარია „ახალ თუ ძველ ცნობად სახეებზე“, მათი შეფასებისა მთავარი კრიტერიუმი განა პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, უბრალოდ პოლიტიკური გონიერება არ უნდა იყოს?!

 

 

ვაგლახ, რომ ქართულ პოლიტიკაში ასე არ ესმით, აქ „სხვა წესებია" და ეს "მოჯადოებული პოლიტიკური მარათონი“ კვლავ გრძელდება, რაც ქვეყანასაც დააზიანებს და ამ „გარბენის მონაწილეებსაც"!..

 

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

 პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი