წინასაარჩევნო პერიოდში, შესაძლოა იყოს ვნებათაღელვა, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს, - აღნიშნული განცხადება ”ქართული ოცნების“ სათავო ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
„თავის მხრივ, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც, რა თქმა უნდა, აკისრიათ პასუხისმგებლობა, რათა კიდევ ერთხელ დაამტკიცონ, რომ საქართველო არის უპირველეს ყოვლისა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას, რადგან მომავალი არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ის არის სტაბილური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ და სტაბილურ განვითარებას და მოიტანს უკეთეს მომავალს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.