ორმა შეიარაღებულმა პალესტინელმა თელ–ავივში 4 ადამიანი მოკლა
09-06-2016, 00:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ორმა შეიარაღებულმა პალესტინელმა ცენტრალურ თელ–ავივში პოპულარული ღია მაღაზიების მიმდებარედ 4 ადამიანი მოკლა და 6 სხვა დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


სარონას მარკეტთან, რომელიც ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და არმიის მთავარი შტაბ–ბინის სიახლოვეს მდებარეობს, თავდასხმას ორ ადგილას ჰქონდა ადგილი.

 


პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული პირები დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს მდებარე ქალაქ ჰებრონის სოფელ იატადან იყვნენ. ორივე მათგანი დაპატიმრებულია. ერთ–ერთს კი საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. (ფოტოზე, რომელსაც "როიტერსი" ავრცელებს, ერთ–ერთი თავდამსხმელის დაკავებაა აღბეჭდილი)

 


გასული წლის შემდეგ, პალესტინელების მხრიდან ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხემბის რიცხვმა იმატა. გაზრდლია სროლების, დანით მიყენებულ ჭრილობების რიცხვი, თუმა ბოლო თვეებში შემთხვევებმა იკლო.

 


პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც ოთხშაბათს გვიან, შემთხვევის ადგილას მივიდა, მომხდარს "ბარბაროსული მკვლელობა და ტერორიზმი" უწოდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი