"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მისიას", - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, კახა კალაძემ გააკეთა.
"დღეიდან ჩვენი პარტია იწყებს პარტიულ მოძრაობას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელშიც „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი პარტიული რესურსი სრულად იქნება მობილიზებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისა” და ქართველი ამომრჩევლის გამარჯვებისთვის. „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს", - აღნიშნა კალაძემ.
კალაძე პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.