გიორგი კვირიკაშვილი: წინა ხელისუფლების დროს რუსული ინვესტიციები საქართველოში უფრო დიდი რაოდენობით შემოედინებოდა, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების დროს
09-06-2016, 02:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წინა ხელისუფლების დროს რუსული ინვესტიციები საქართველოში უფრო დიდი რაოდენობით შემოედინებოდა, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების დროს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის თემაზე გამართულ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში დისკუსიის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კანდელაკის მიერ დასმულ შეკითხვას.

 

 

გიორგი კანდელაკი საქართველოში ენერგოინვესტიციებისა და ზოგადად ინვესტიციების კლების საკითხით დაინტერესდა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტიციების კლების შემცირების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ზოგადად რეგიონში არსებული კონფლიქტური სიტუაციები დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები მსხვილ ინვესტიციებს კვლავ ახორციელებენ. ამის მაგალითად კი პრემიერმა „ბრითიშ პეტროლიუმი“ მოიყვანა.

 

 

რაც შეეხება „გაზპრომს“, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მხოლოდ ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „გაზპრომის“ საკითხზე, თუმცა საბოლოოდ ხელისუფლებამ ხელშეკრულება უკეთესი პირობებით აზერბაიჯანულ „სოკართან“ გააფორმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი