ლევან ბერძენიშვილი: ივანიშვილმა კი თქვა, "ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობით მოვა და არანაირი კოალიცია არ იქნებაო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ
09-06-2016, 02:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალ პარლამენტში კოალიციის შექმნის ალბათობაზე საუბრობს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. იგი ამბობს, რომ "რესპუბლიკური პარტია" ახალ პარლამენტში კოალიციის შექმნის მოლაპარაკებებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და ამ მხრივ პარტიებთან მიმართებაში იმის მიხედვით იმოქმედებენ, ვინ რამდენი პროცენტული მაჩვენებლით იქნება წარმოდგენილი, თუმცა ბერძენიშვილი პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ამის შესახებ მან გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში განაცხადა. ბერძენიშვილს არ სჯერა ივანიშვილის, რომელმაც მისი თქმით, განაცხადა: "ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობით მოვა და არანაირი კოალიცია არ იქნებაო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ."

 


"თუკი არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესულ არც ერთ პარტიას იმდენი ძალა არ ექნა, რომ დამოუკიდებლად მთავრობა შექმნას, ბუნებრივი იქნება საუბარი იმაზე, რომ კოალიცია შეიქმნას. რა თქმა უნდა, რესპუბლიკური პარტია ამ მოლაპარაკებაში აუცილებლად შევა. თუმცა გაერთიანება არ მოხდება პრორუსულ ძალებთან, მაგალითად, ირმა ინაშვილის პარტიას ვგულისხმობ. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას პარტიას, ანუ "თავისუფალ დემოკრატებს", ჩვენ მათთან წინასაარჩევნოდ არანაირ გაერთიანებას არ განვიხილავთ, ხოლო როცა ბარიერს გადავლახავთ და პარლამენტში შევალთ, ვის რამდენი პროცენტი ექნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ივანიშვილმა კი თქვა, "ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობით მოვა და არანაირი კოალიცია არ იქნებაო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და გვგონია, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული, მთავრობა კი კოალიციური იქნება", - მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი და შეკითხვას - "რას იტყვით პაატა ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებით?" - პასუხობს:

 


"ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, პაატა ბურჭულაძეს საპარლამენტო არჩევნებზე რა შედეგები ექნება. ჩვენ ყველა იმ ადამიანთან ვითანამშრომლებთ, რომელთაც არაფერი არ დაუშავებიათ და პირიქით, ხალხისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებიათ. ჩვენი სურვილია, რომ ისინი პარლამენტში მოხვდნენ. ვნახოთ, რატომაც არა, ბურჭულაძესთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. უბრალოდ, ჩვენ ძველი და გამოცდილი პარტია ვართ, ამიტომაც ბურჭულაძეს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ".

 

 

 

კომენტარები: 1
#1   თამაზ
      
ეს, ბერძენიშვილს რომ არ ეთქვა, ისედაც ნათელი იყო, რესპუბლიკელები ბოლო ხანებში კარგად გაერკვნენ ვაჭრობის ნიუანსებში და სწორედ ვაჭრობისა და ძლიერთან მიტმასვნის მეშვეობით ინარჩუნებენ ადგილს მზის ქვეშეთში, ადგილს რომელიც მათ არ ეკუთვნით...
9 ივნისი 2016 12:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი