უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აღნიშნავს, ცვლილების განხორციელება ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
თუკი დღეს მოქმედი კანონით, უვადო თავისუფლება აღკვეთილი პირების ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვა შეიძლება, თუ პირს მოხდილი აქვს 25 წელი, ახალი ინიციატივის მიხედვით 25 წელი 20 წლამდე შეიცვლება.
,,საუბარია, რომ 25 წელი 5 წლით შემცირდეს და 20 წლის სასჯელის მოხდის შემდეგ უფლება ჰქონდეს პირს, რომ მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი განიხილოს სპეციალურმა კომისიამ. დღეს იყო მოსაზრება, რომ ამ საკითზე იყოს კომპლექსური განხილვა. მთავარია კანონის ინიცირება ხდება. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება", - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან.
პარლამენტი ახალ ინიციატივაზე სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.