ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ, NATO-ს გაფართოების საკითხზე იმსჯელეს.
„უმთავრესი პრობლემა, უმთავრესი და ფუნდამენტური შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ არის ის, რომ ჩვენს პოლიტიკას შიშზე ვაფუძნებთ. მე არ მსურს მსოფლიო აგებდეს პოლიტიკას მორგებულს იმაზე, თუ რამდენად ეშინია რუსეთის, რომელიც იყენებს მე-17 საუკუნის ტექნოლოგიებს თუ მე-19 საუკუნის საშუალებებს ქვეყნებში შესაჭრელად. იმ დრომდე, ვიდრე ჩვენ რუსეთის შიშით ვიხელმძღვანელებთ, არაფერი კარგი ამ სამყაროსთვის არ მოხდება.
მსოფლიო ყველაზე წარმატებული იყო მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებდა სიმამაცეს ამჟღავნებდა და იყვნენ ლიდერები მზად გადაწყვეტილებების მისაღებად. მახსოვს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, როდესაც პრეზიდენტმა კლინტონმა და ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა სტამბოლში შამპანურის ჭიქები ასწიეს, საქართველოზე გამავალი პირველი ნავთობსადენის პროექტის აღსანიშნავად. ამან მოახდინა ცვლილება მსოფლიოს ჩვენ ნაწილში. ამ დროს საქართველო რეალურად გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.