მიხეილ ჯანელიძე: საქართველო რეგიონულ მოდელად იქცა ინსტიტუციური რეფორმების გატარების თვალსაზრისით
09-06-2016, 03:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ რადგან გვჯერა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენთვის უაღრესად ღირებულ ფასეულობებს“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე The Future of NATO Enlargement and New Frontiers in European Security სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მინისტრის თქმით,  ნატო არის თავიუფალი სამყაროს უსაფრთხოების გარანტი, საქართველო კი დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან და მანამდეც რკინის ფარდის მიღმა, იყო და არის ქვეყანა, რომელიც იბრძოდა თავისუფალი სამყაროს ფასეულობებისთვის.

 

 

„ეს ფასეულობები ჩვენი მისწრაფებაა და სწორედ ნატო-ს მოვალეობაა და მისი მთავარი ინტერესია დაიცვას თავისუფალი სამყარო და ის ადამიანები, რომლებიც ამ ფასეულობებისთვის იბრძვიან“,- აღნიშნა მან.

 

 

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე.

 

 

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ატლანტკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა მნიშნელოვანი პროცესია არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ ისწრაფიან, არამედ თავად ალიანსისთვისაც, რადგან ეს პროცესი უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების დამკვიდრებას.

 

 

„საქართველოს ალიანსში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩვანია. ჩვენ ევროპული და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში გაერთიანებას ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესად მივიჩნევთ, რისი ნაწილიც ისტორიულად ვართ. ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინტეგრაციის იმ მექანიზმების გამოყენებით, როგორც არის წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი. საქართველო რეგიონალურ მოდელად იქცა ინსტიტუციური რეფორმების გატარების თვალსაზრისით“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ყველასათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია და მრავლისმომცველი რეფორმები არა მხოლოდ აღიარებულია, არამედ კონკრეტული შედეგით გვირგვინდება.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ უფრო მკაფიო სიგნალს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შეუქცევადობის თვალსაზრისით და ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

 

 

ატლანტიკრი საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენციაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროცესსა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოსა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრები, უკრაინის პოლიტიკური წრეების წარმომაგენლები, ამერიკის შერთებული შტატების ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი