პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს.
მისი განცხადებით, ახალი რეგულაცია მათ მხოლოდ „რუსთავი 2“-ის საქმისთვის არ მიუღიათ.
ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის გამოყენება ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია.
„კანონი მიიღება რისთვის?! იმისთვის, რომ თაროზე შემოდონ და მოსამართლეებმა უყურონ როგორც უცხო ხილი?! თუ იმისთვის რომ გამოიყენონ?! მე არ ვიცი მეორე დღეს გამოიყენებს მოსამართლე ამ კანონს თუ ორი თვის შემდეგ, მაგრამ კანონი უნდა იყოს ამოქმედებული“,-განაცხადა ბესელიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონის თანახმად, მოსამართლემ მერაბ ტურავამ გუშინ „რუსთავი 2“-ის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 7 დღიანი ვადა აქვს მერაბ ტურავას შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.