პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით მოქალაქეები უიმედო სესხისა და სანქციების დაფარვის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან, თუ ისინი ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემუშავებულ შიდა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, დავით ონოფრიშვილმა მოამზადა კანონონპროექტი “საგადასახადო კოდექსში” ცვილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიზანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფიზიკური პირებისთვის სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაა. აგრეთვე, ფინანსური ინსტიტუტისთვის ნაპატიები სასესხო ვალდებულების ღირებულების ერთობლივი შემოსავლიდან დაქვითვა.
კანონპროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილი იქნება აღნიშნული სასესხო ვალდებულების ღირებულება გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. ამასთან, ამ ვალდებულების ღირებულება ფინანსური ინსტიტუტის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ დაექვემდებარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.