საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპულ ქვეყნებში, - აცხადებს ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე.
„ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ვიცით, რომ საფრანგეთი და გერმანია იკავებს თავს. პრემიერს ჰქონდა ქალბატონ მერკელთან სატელეფონო საუბარი. დაველოდოთ როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპულ ქვეყნებში. ეს არ არის ერთი და ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები. ეს არის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა მთავრობის პირობებში განხორციელებული რეფორმები, იმისთვის, რომ ჩვენ აღნიშნულისთვის მიგვეღწია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.