„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ითვალისწინებს იმას, რომ გახმაურებული საქმეების გაჭიანურება მოხდეს.
მისი თქმით, ამ ყველაფერს წერტილი ოქტომბრის არჩევნებით დაესმება.
„ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთი უდანაშაულო ადამიანისთვის ყოველი დღე ციხეში ჰყოფნის დიდი ტრაგედიაა, იმიტომ რომ ისინი უდანაშაულოები არიან. ამ საკითხის განხილვა კი გაჭიანურდა, იმიტომ რომ მოსამართლე ტურავამ გამოიყენა ეს კანონი და გააჯანჯლა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამას ძალიან მალე წერტილი დაესმება ოქტომბრის არჩევნებით“,-განაცხადა ალასანიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონის თანახმად, მოსამართლემ მერაბ ტურავამ გუშინ „რუსთავი 2“-ის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 7 დღიანი ვადა აქვს მერაბ ტურავას შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.