მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
09-06-2016, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, "ლაგოდეხსა" და "სარფში" მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

 


"საბაჟო გამშვები პუნქტის „ლაგოდეხის“ კონტროლის ზონაში მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანიდან შემომავალი მგზავრის ჰ.ე-ს ბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (TRAMADOL RETARD) აღმოაჩინეს.

 


კანონის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი 7 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ საკონტროლო ზონაშიც დაფიქსირდა. კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები (APRANAX PLUS) საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქეს, ა.გ-ს შემოჰქონდა.

 


საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამისად შსს ლაგოდეხის რაიონულ სამართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცათ”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი