გიორგი კვირიკაშვილი: ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება მიღებული
09-06-2016, 04:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახლა ვიმყოფებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  სასტუმრო Rooms-ში მიმდინარე ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

 

 

მისი თქმითვე, ქვეყანას ყველა დავალება შესრულებული აქვს და პოზიტიური მოლოდინები აქვს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

 

 

„საქართველომ შეასრულა ყველა დავალება, შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკური ნაწილი, დავაკმაყოფილეთ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კრიტერიუმები და მომზადდა დადებითი ანგარიში. ახლა ვიმყოფებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში. ჩვენ გვჭირდება ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის თანხმობა. გვესმის, თუ რა გამოწვევის წინაშეა ევროპა მიგრანტების კრიზისის, რეფერენდუმების გამო. მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, რომ წლის ბოლომდე და საპარლამენტო არჩევნებამდე გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი