„ნაციონალური მოძრაობა ცდილობს დააკავშიროს ჩემის სახელი კორცხელთან და ეს მათ ნამდვილად არ გამოუვათ“,-განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დააკავშიროს ჩემის სახელი კორცხელთან და ეს მათ ნამდვილად არ გამოუვათ, რადგან ყველამ კარგად იცის კახი კალაძის ხელწერა, ყველამ კარგად იცის რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა კიდევ არ დავიწყებ იმ წლებზე საუბარს, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. რა თქმა უნდა, მთავრობა იღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ, თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა კახი კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.