კალაძე მელიას პასუხობს: ჰესის მშენებლობა ბოტანიკურ ბაღში არ არსებობს, აქ იყო საუბარი პატარა ჰესზე წავკისში
09-06-2016, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სრულად გამორიცხავს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობას აპირებს.

 


როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ გამოუვიდათ საზოგადოების მოტყუება და ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობა არასდროს არ იგეგმებოდა.

 

 

კალაძის ინფორმაციით, საუბარი იყო პატარა ზომის ჰესზე წავკისში, რომლის განხორციელებაც არ მოხერხდა.

 

 

„ეს არის დიდი ტყუილი. ნიკანორს არ გამოუვიდა საზოგადოების მოტყუება, მორალის წაკითხვას ვერ დავუწყებ ამ ადამიანებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები არიან სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული. რაც შეეხება ჰესის მშენებლობას ბოტანიკურ ბაღში, ასეთი რამ არ არსებობს, აქ იყო საუბარი პატარა ჰესზე, რომელიც არის 0,250 კილოვატის სიმძლავრის, გენერატორის ტიპის სადგური, რომელიც წავკისში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც ინვესტორებს აქვთ შემოტანილი, არ მგონია განხორციელდეს, რადგან ფინანსურად არ არის საინტერესო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი