ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის სასამართლო პროცესთან ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს და დავა ორ სუბიექტს შორის მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იყო, არის და იქნება მომავალშიც.
„მიდის საუბარი იმაზე, რომ თითქოს ეს არის სასამართლო „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, ეს ასე არ არის მეგობრებო. „რუსთავი 2“ იყო, არის და იქნება მომავალშიც. ჩვენ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, საზოგადოებას, რომ აქ მიდის სასამართლო პროცესი ბატონ ხალვაშს და ძმებ ყარამანიშვილებს შორის. ანუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მე გამიჭირდება ამაზე საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.