თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე 2015 წლის 13–14 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე, 90 მილიონ ლარამდეა დახარჯული. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს თბილისის ზოოპარკში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დათვალიერებისას განუცხადა.
”ამ ეტაპზე 90 მილიონ ლარამდეა დახარჯული, როგორც ფიზიკური პირების ზიანის ანაზღაურებისთვის, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ცალკეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. ეს იქნება ძირითადად წყნეთი-სამადლოს გზაზე, ამიტომ დაახლოებით 100 მილიონი ლარი იქნება ჯამში ის ზარალი, რომელიც ჩვენ სტიქიის შედეგად მივიღეთ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ და დაამატა, რომ თითოეული ის ადამიანი, რომელსაც დადგენილი წესის მიხედვით ეკუთვნოდა ბინა ან სახლის რეაბილიტაცია, ყველა მათგანი დაკმაყოფილებულია.
”არის რამდენიმე ოჯახი, რომლებიც სამართლებრივ პროცედურებს გადიან და მათი მოგვარების შემდეგ დაკმაყოფილდებიან, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც იმაზე მეტი ამბიციები და მოთხოვნები აქვთ, ვიდრე დადგენილი წესი და ნორმაა. ამიტომაც მათ, სამწუხაროდ, ვერ ვეხმარებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ძალიან ბევრი გაკეთდა, 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა იმისათვის, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ზიანი ყოფილიყო ანაზღაურებული”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.