ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსად კახა კალაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა იგი კალაძის კანდიდატურას მიესალმება.
„კახი არის უაღრესად მოწესრიგებული კაცი. როცა პოლიტიკაში მოვედი და კახის პირველად შევხვდი, შევეკითხე, სად ისურვებდი და სად ხედავ შენს ადგილს-მეთქი და დღესაც ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მიპასუხა: სადაც მეტყვით, გინდათ - დაცვაში, გინდათ თავდასხმაში, გინდა თავზე დავდგები, ოღონდ ჩემს ქვეყანას მოვემსახუროვო. ასეთი კაცია კახი კალაძე. მან იცის შრომის ფასი და შემთხვევით არ მიუღია მიღწევები ფეხბურთში“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოებას გერმანულის მსგავსი შრომის კულტურა სჭრიდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.