დავით უსუფაშვილი: ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი უკავშირდება მხოლოდ ევროპარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს
09-06-2016, 07:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განგიცხადოთ, შეხვედრები გერმანიის სხვადასხვა წამყვან პოლიტიკოსებთან გვარწმუნებს ერთ რამეში - საქართველოს მხრიდან არანაირი მოუგვარებელი პრობლემა არ არის დარჩენილი, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.

 


”საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს. ამასთანავე, ევროკავშირი რამდენიმე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში იხილავს მსგავს საკითხებს - ერთი, და მეორე - ევროპელი ხალხი ზოგადად არის უკიდურესად შეშფოთებული მიგრაციული პროცესებით. ასეთ ვითარებაში ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწიათ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ უკეთ აუხსნან საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყნებს, თუ რა ხდება, რატომ არის საქართველოსთვის უსაფრთხო ვიზის საკითხებში იმ რეჟიმის დაწესება, რაზეც ვსაუბრობთ და ასე შემდეგ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ კრიმინალთან დაკავშირებით, საქართველოსთვის წინაპირობები არ წაუყენებიათ.

 


”რაც შეეხება კრიმინალს - კრიმინალი და საქართველოდან ევროპაში ჩამოსული ზოგიერთი ადამიანი, სამწუხაროდ, ასეთ ქმედებას ჩადიოდა ორი წლის წინაც, ორი თვის წინაც და არც იმისგან ვართ დაზღვეული, რომ ორი თვის შემდეგ ვინმე რამეს არ ჩაიდენს. ეს საკითხი არავითარ შემთხვევაში არ არის რაიმე წინაპირობა ვინმეს მხრიდან. მე მქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები გერმანიაში, იმ ქვეყანაში, სადაც ეს თემა ყველაზე მეტად დაისვა. არავინ ამბობს იმას, რომ რაღაც 0,5% დაწიეთ 0,2%-მდე და შემდეგ ვისაუბროთ ვიზაზე. ეს ასე არ არის. ამ საკითხზე პარალელურ რეჟიმში გვმართებს მუშაობა. ეს არის ჩვენი პრესტიჟის საქმე, ჩვენი ღირსების საქმე, რომ ქართველებმა გვასახელონ უცხოეთში და არ შეგვარცხვინონ, მაგრამ ეს არის ცალკე თემა. ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ოქტომბრამდე ანუ არჩევნებამდე ვიზალიბერალიზაციის საკითხი იყოს დასრულებული. კიდევ ვიმეორებ, მეც ბევრი ვისაუბრე, სხვებიც ბევრს საუბრობენ და ხალხი დაიბნა ალბათ - კრიმინალის თემა არსებობს, მაგრამ არა ამ ნაწილში. ეს საკითხი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სხვა არალეგალური სტატუსით მყოფი მიგრანტების თემა და ეს თემა ცალკე უნდა მოგვარდეს. ვიზალიბერალიზაციის საკითხი უკავშირდება მხოლოდ ევროპარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს, რომელიც მარტო საქართველოზე კი არ არის, არამედ ყველა ქვეყანაზე, ვისაც ასეთი რეჟიმი აქვს, რომ თუ იმ ქვეყნებმა რამე დააშავეს, მაშინ ვიზის საკითხი გადაიხედოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის გარდა, დღეს გამართულ შეხვედრებზე მრავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

 


”ვიზის საკითხი არ არის ერთადერთი საკითხი, რაზეც ვსაუბრობთ გერმანელ კოლეგებთან. აქ არის საკითხების ფართო წრე - ეკონომიკური თანამშრომლობა, ნატო-ს მომავალი სამიტი, გერმანიის პოზიცია ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში იხილება და ყველაზე მთავარი-ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანია გერმანიაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ნატო-ს წევრი, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ. კიდევ ვიმეორებ, პრემიერი როდესაც ჩამობრძანდება, ის უფრო დეტალურად ისაუბრებს, ვინაიდან ეს უფრო სამთავრობო თემებია. პროექტები გაღრმავდება, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებით, თავდაცვის მიმართულებით. იცით, რომ ეს ახალი მოვლენაა, როდესაც გერმანიას უწევს მეტი როლის შესრულება უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომ გაზარდონ როგორც ბიუჯეტი, ისე რიცხოვნობა არმიის და ამავე კონტექსტში განიხილება ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპები და ეს საქართველოსაც შეეხება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის პირველ დღეს, დავით უსუფაშვილმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები ქვეყნის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან, ბერლინის ფედერალური მიწის პარლამენტის პრეზიდენტთან რალფ ვილანდთან და გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან გამართეს. დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის სხდომის მონაწილეებს. მოგვიანებით კი დავით უსუფაშვილი სიტყვით წარდგა ჰაინრიხ ბიოლის ფონდში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი