დავით დონდუა თომას ჰამერბერგს შეხვდა
09-06-2016, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტ თომას ჰამერბერგს შეხვდა.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თომას ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის, დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, შეაფასებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას, რისთვისაც იგი მეორე ვიზიტით ეწვია საქართველოს.

 

 

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ექსპერტს გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება.

 

 

დავით დონდუამ  ყურადღება გაამახვილა 19 მაისს სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საგანგაშო მდგომარეობა.

 

 

მან ხაზი გაუსვა, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრაზე, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ ვერ მიიღო ვერანაირი ცნობა გიგა ოთხოზორიას მკვლელთან დაკავშირებით.

 

 

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა, საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ასევე გალის რაიონის სკოლებში მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე.

 

 

ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამერბერგი შეხვდება საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

 

 

ექსპერტი ადგილზე შეისწავლის აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას, რის შემდეგაც გათვალისწინებულია აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის. მისია ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი