ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის, რევაზ ბენიძისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების შესახებ ერთ–ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას „სიცრუის ტირაჟირებას“ უწოდებს ცაგერის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახური.
როგორც Guardian.ge–ს აღნიშნულ სამსახურში განუცხადეს, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ–ებიდან 280 ადამიანი გათავისუფლდა, „ცრუ ინფორმაციის გავრცელება–ტირაჟირებაა“.
„ჩვენ არ ვიცით მთვლელთა რა ჯგუფი ჰყავდა დაქირავებული ამ სააგენტოს, მაგრამ ა(ა)იპ–ებიდან არა 280 ადამიანი, არამედ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან გამომდინარე 111 ადამიანი გათავისუფლდა, რომელთაგან დიდი ნაწილი დაუბრუნდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას მაის-ივნისში, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა გარკვეული კრიტერიუმები და მთავრობის დახმარებით, ვინაიდან მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსავლის ძირითდი წყარო გამოთანაბრებითი და სხვა სახის ტრანსფერებია, საკითხი დადებითად გადაწყდა. ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან საკითხის დაყენებისას ვხელმძღვანელობდით მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე დემოგრაფიული ვითარებით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაბალი დონით, შრომისუნარიანი მოსახლეობის მუნიციპალიტეტიდან გადინებით და სხვა,“ აცხადებენ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურში.
მათივე ცნობით, სინამდვილეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „რეზო ბენიძე ცაგერის გამგებლად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაინიშნა’’.
„რევაზ ბენიძე - გამგებლობის კანდიდატად წარმოადგინა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’. იგი არჩეული იქნა 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისას და როგორც გამგებლობის კანდიდატმა მიიღო ხმების 72%. ხოლო თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2014 წლის 7 ივლისიდან - თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური გამოცხადებიდან. რაც შეეხება „ოცნების’’ აქტიური მომხრეების განთავისუფლებას თანამდებობიდან, ის თვითმმართველობის არჩევნებამდე განახორციელა „გაოცნებებულმა’’ აქტიურმა „ნაციონალმა“, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, როდესაც ყოველგვარი დადასტურებული არგუმენტაციის გარეშე თანამდებობიდან გაანთავისუფლა გამგებლის ორი მოადგილე, სამსახურის ორი უფროსი, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო შტაბის წამყვანი ფიგურები იყვნენ. რევაზ ბენიძის გამგებლობისას სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით მათ უმრავლესობას (4-დან 3-ს) აღუდგა თავისი უფლებამოსილება. კიდევ უფრო მეტი, ყოფილი გამგებლისათვის პასუხი არავის მოუთხოვია, მაშინ, როდესაც მის მიერ გამოცემული არასწორი ადმინისტრაციული აქტების გამო ადგილობრივ ბიუჯეტს რამდენიმე ათასი ლარის ზარალი მიადგა.
არჩევნების შემდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 156-ე მუხლის საფუძველზე ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ცაგერის მუნიციპალიტეტშიც დაიწყო რეორგანიზაცია. თანამშრომლების აყვანა მოხდა კონკურსისა და ატესტაციის მეშვეობით და აქ რაიმე პოლიტიკურ გავლენებზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუნდაც იმიტომ, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არავინ დაინტერესებულა პიროვნების პარტიული კუთვნილებით. სწორედ ამიტომ საჯარო მოხელეებს შორის, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზეც, არიან ყოფილი „ნაციონალებიც“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებიც, ჩვენთვის მთავარი იყო და არის კომპეტენცია. ამიტომ პოლიტიკურ თემებზე აპელირება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მოახდინოს გამგებლის პოლიტიკური დისკრედიტაცია და მმართველ პარტიას, ამომრჩეველს, მოსახლეობას დაანახოს – გამგებელი პოლიტიკურად არასაიმედო და მოღალატეა. ფაქტები კი სულ სხვას მეტყველებენ - თავიდან დასმულ კითხვასაც გაეცა პასუხი. გულდასაწყვეტი ერთია - ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, ყველაზე მცირე - წყაროს მაინც უნდა უთითებდეს, ანდა მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას ახდენდეს,“ აცხადებენ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.