საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, კაცხის მონასტრის სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოებსა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის ზონების მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.
სამუშაოებს დღეს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.