ნინო ბურჯანაძე: ეშინიათ ბურჯანაძესთან პირდაპირ ეთერში დაჯდომის, იმიტომ, რომ ყველაფერი მე რაც ვთქვი, წინ დახვდა ქვეყანას
09-06-2016, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართულ ოცნებას" ეშინია იმის, რომ მე და ჩემი თანაპარტიელები ხშირად გამოვჩნდეთ ეთერში, - აღნიშნული განცხადება "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

ბურჯანაძის თქმით, აღნიშნული კანონით "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ დააკანონებენ საქართველოს სახელმწიფოში ორი სამართლის და ორი სამართლიანობის არსებობას.

 

 

"როგორც ჩანს, დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით, კენჭს უყრის ცვლილებებს, რომლითაც საქართველოს პარლამენტი "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ დააკანონებენ საქართველოს სახელმწიფოში ორი სამართლის და ორი სამართლიანობის არსებობას. ერთი სამართალი და სამართლიანობა არსებობს ეგრეთწოდებული პროდასავლური პარტიებისათვის, მეორე სამართალი და სამართლიანობა, უფრო სწორად, უსამართლობა ნორმად იქცა ეგრეთ წოდებული პრორუსული პარტიებისათვის. არავინ აპროტესტებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით, ბატონი ვახტანგ ხმალაძის, "რესპუბლიკელების" და სხვათა ინიციატივით (სხვათაშორის ბატონ ხმალაძეს, რომელსაც წესიერების პრეტენზია აქვს და აქამდე ქონდა, ამის შემდეგ ნამდვილად ვეღარ ექნება) დაჩქარებული წესით იქნა განხილული და მიღებული კანონი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

მისი თქმით, კანონის თანახმადაც, დანარჩენ პარტიებს "ქართული ოცნება" ართმევს იმას, რაც მათ ქართველმა ხალხმა ადგილობრივი არჩევნების დროს მისცა.

 

 

"უფასო საეთერო დროის პრაქტიკულად უდიდეს ნაწილს, გვართმევს იმისათვის, რომ ეს დრო გადაუნაწილოს იმ პარტიებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა პარლამენტში საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ. იმ პარტიებს, რომლებიც ვერასოდეს 3 % ბარიერსაც ვერ ლახავდნენ.

 


უპირველეს ყოვლისა, რესპუბლიკელები მყავს მხედველობაში, "თავისუფალი დემოკრატები" და სხვები. იმ დროს, რომელსაც ჩვენ გვართმევენ, აძლევენ სწორედ რომ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მესმის, რომ "ქართულ ოცნებას" და არა მარტო მას, ეშინია იმის, რომ მე და ჩემი თანაპარტიელები ხშირად გამოვჩნდეთ ტელე-ეთერში. ეშინიათ იმიტომ, რომ ძალიან ძნელია ჩვენი არგუმენტების წინააღმდეგ რაიმე მოიტანო. ეშინიათ ბურჯანაძესთან პირდაპირ ეთერში დაჯდომის, იმიტომ, რომ ყველაფერი მე რაც ვთქვი, წინ დახვდა ქვეყანას", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი