ქართული ასეული "ANAKONDA-16"-ში ჩუტყვავილით დაავადების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს
09-06-2016, 08:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართული ასეული პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნაში ANAKONDA-16-ში ჩუტყვავილით დაავადების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16" ნატო-ს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა, ასეულის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. აღნიშნული ვირუსი ჯარისკაცებს ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისგან გადაედოთ.

 

 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შედგა კონსილიუმი, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა მიმდინარე წელს დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16"-ში არ მიიღოს მონაწილეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული წვრთნაში მონაწილე სამხედროებში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა.

 


აღსანიშნავია, რომ "ANAKONDA-16"-ს მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ხოლო დამკვირვებლის რანგში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი