„რუსთავი-2“-ის საქმეს იხილავდა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სამოსამართლეო კვალიფიკაცია“ - აღნიშნული განცხადება „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან „რუსთავი -2“-ის წერილის პასუხად, დღეს მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა, შორენა ყაველაშვილმა 2005 წლის 18 ივნისს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, კანონის თანახმად კი ყავლაშვილს არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც „რუსთავი- 2“-ის სამოქალაქო დავას იხილავდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილ დოკუმენტებს შორის არის შორენა ყაველაშვილის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მან ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ „რუსთავი-2“-ის საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგიამ, უკანონო შემადგენლობამ, რაც ცალსახად კანონის დარღვევაა და მათ მიერ მიღებული გადაწვეტილება ყოველთვის ჩაითვლება, როგორც უკანონო.
ამ მოსამართლეს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენია მხარეების მიმართ, ხმა არ ამოუღია მთელ პროცესზე. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოსამართლე სისხლის სამართლის პალატიდან მოვლენილი იქნა სწორედ იმიტომ, რომ დავალების შემსრულებელი მესამე მოსამართლე ყოფილიყო კოლეგიაში. საქმე გვაქვს ზონდერმოსამართლესთან რომელიც სპეციალურად არის განწესებული ამ კოლეგიაში“ - აცხადებს გვარამია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.