საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს პირისპირ შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.
თავის მხრივ იოჰანეს ჰანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ საქართველომ ღირსეულად შეასრულა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ვალდებულებები და ეკუთვნის საბჭოს მყისიერი გადაწყვეტილება რომელიც თანხვვედრაში მოვა მოქალაქეების ლეგიტიმურ მოლოდინებთან.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ეფექტიანად შეასრულა ყველა ვალდებულება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების გზით.
ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტში განხილვისას, საქართველო ელის მის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესაბამის მიდგომას.
საქარათველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დაწყებული პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, ჩვენი ქვეყანა მტკიცედ ერთგული რჩება, რათა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების შედეგად ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.
მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელებული მკვლელობის ფაქტის გამო. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა, გუშინ სოფელ ავლევის მიმდინარე ტერიტორიაზე, ეგრეთწოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით. საქარათველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ადგილზე ჩართულობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად და ძირითად გარანტორად რჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.