თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, ე.წ. გლდანის ხიდებთან კომპანია "გალფის" ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა სამაშველო ბრიგადები ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
"გალფის" წარმომადგენელთა განცხადებით, აფეთქების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ის იმ დროს მოხდა, როდესაც რეზერვუარში ბენზინის გადატანა ხდებოდა.
რამდენიმე საათის წინ, ე.წ. გლდანის ხიდებთან ნავთობის რეზერვუარი აფეთქდა. აფეთქებამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.