ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტის „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქი“ განხორციელებას იწყებს
09-06-2016, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტის: „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქი“ განხორციელებას იწყებს, რომელში მონაწილეობაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX-XII კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ.

 


გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა და ანალიტიკური თემების სერთიფიცირებული კონკურსი გამოცხადდა. საკონკურსო თემებად „მე ვარ საქართველოს მოქალაქე“ და „ჩემი ტოლერანტული ქალაქი“ განისაზღვრა. თემების მიღება ელექტრონულად (pryoungbarristers@yahoo.com) 17 ივნისამდე გაგრძელდება. კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

 


პროექტის მიზანია, ტოლერანტული ქალაქის ახალი თაობა მუდმივად გრძნობდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, როცა არსებობს თანამედროვე დროის ახალი გამოწვევები, როგორც გამოხატვის, ასევე რელიგიის თავისუფლების მიმართულებით, რათა გაძლიერდეს ტრადიციებზე დაფუძნებული ურთიერთობები. პროექტის ყველა აქტივობა მიმართული იქნება საერთო სამოქალაქო პასუხისმგებლობის შექმნისკენ. ერთი თვის მანძილზე, ქობულეთის ტრადიციულ ტოლერანტობას შეაფასებს ადგილობრივი ახალი თაობა, საჯარო სივრცეში, პროექტის გულშემატკივარი და თანამონაწილე გახდება, ფაქტობრივად ქალაქში ყველა დაინტერესებული ადამიანი, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე თობათა შორის კომუნიკაციას და საჭირო თანამშრომლობის განვითარებას.

 


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე. პროექტის ფარგლებში დადგა ინიციატივა ქობულეთში ტოლერანტობის ქუჩის გახსნის თაობაზე.

 

 

პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.barristers.ge



პროექტი საზეიმოდ ქობულეთში 25 ივნისს დაიხურება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი