საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა ევროპული კომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ფრანს ტიმერმანსთან გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დასრულების შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო შეთანხმების მყისიერ ამოქმედებას ელის.
აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის დღის წესრიგში არსებული გადამწყვეტი რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში, ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება.
ქართულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის როლსა და მის წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების საკითხებში. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელებული მკვლელობის ფაქტის გამო. აღინიშნა, რომ საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ადგილზე ჩართულობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად და ძირითად გარანტორად რჩება.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცედ ერთგული რჩება და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით აძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.