მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა აშშ–ს ელჩს, იან კელის სვანური ქუდი უსახსოვრა
09-06-2016, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ესტუმრა. ამერიკელ დიპლომატს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად შეხვდნენ. ამის შესახებ guardian.ge–ს მესტიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 


მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იან კელიმ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების უაღრესი დაინტერესება საქართველოს სახელმწიფოს წარმატებაში. მან ასევე აღნიშნა სვანეთის უნიკალური ტურისტული შესაძლებლობის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და დაინტერესება გამოხატა იმ პროექტებისა და ინფრასტრუქტურის მიმართ, რომლებიც სვანეთში ტურიზმის განვითარებასა და გაძლიერებას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მესტიის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.

 


შეხვედრაზე ასევე შეეხნენ მომავალი საპარლამენტო არჩევნების თემას და მოლოდინებს.

 

 

შეხვედრის დასასრულს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ელჩს სამახსოვროდ სვანური ტრადიციული ქუდი და მუზეუმში დაცული საგანძურის ამსახველი ფოტო-ალბომი გადასცა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი