საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი და ”პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე „მაესტროს ფაქტორის“ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გადაცემაში ასევე მონაწილეობდა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი მოსულიშვილი, რომელიც ელისაშვილმა ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. სოსო მანჯავიძემ საკრებულოს დეპუტატს მოუწოდა, კონკრეტულ ფაქტებზე ესაუბრა.
„რას ნიშნავს შენ ხარ მექრთამე, რადგან ჩემი ლოგიკური მსჯელობით ეს დავადგინე?! ეს ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ?! ეთერში ნუ ძველბიჭობ, შენი საძველბიჭო მალე დასრულდება“, – აღნიშნა მანჯავიძემ, რის შემდეგაც ელისაშვილმა მას „პარტიიდან გამოგდებული“ უწოდა.
შეურაცხმყოფელ სიტყვებს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.