დიმიტრი ქუმსიშვილი: არსებობს დიდი პოტენციალი, უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ყაზახეთიდან
10-06-2016, 02:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყაზახეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქვეყნის პრემიერ–მინისტრს კარიმ მასიმოვს შეხვდა.

 


შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ პატარაძე, ყაზახეთის ელჩი საქართველოში ერმუჰამეთ ერთსიბაევი, ასევე ყაზახეთის მთავრობის წევრები და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლები.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდა ფიქსირდება ყველა მიმართულებით. „ეს არის კონკრეტული ციფრები, რომლებიც გვარწმუნებს, რომ არსებობს დიდი პოტენციალი, უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ყაზახეთიდან,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ასეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ტრანზიტისა და ლოგისტიკის სფერო დაასახელა. მისი განცხადებით, ყაზახეთსა და საქართველოს, ერთობლივი ძალისხმევით, შეუძლიათ მოიზიდონ დამატებითი ტვირთები სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან. შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად მხარეებმა მოიყვანეს სარკინიგზო გადაზიდვები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ განხორციელდა ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.

 


ყაზახური მხარემ დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელიც იდგმევა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მათ შორის, სწორედ ე.წ. კასპიური სატრანზიტო დერეფნის განვითარების კუთხით, რომელიც განიხილება განახლებული აბრეშუმის გზის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.

 

 

შეხვედრაზე კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე გამახვილდა ყურადღება ეს არის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოსა და ყაზახეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის სიხშირე კვირაში 20–მდე გაიზარდა, რაც აუცილებლად გაზრდის საქართველოში დასვენების მსურველთა რაოდენობასაც ყაზახეთიდან.

 

 

 

ინფორმაციას დიმიტრი ქუმსიშვილის ყაზახეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი