ყველაზე ადრე ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაცია შეიძლება სექტემბერში მიიღონ. როგორც Wall Street Journal-ი წერს, აღნიშნულ განცხადებებს ევროპელი ჩინოვნიკები და დიპლომატები აკეთებენ.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოლოდინი, რომ უვიზო რეჟიმს ზაფხულისთვის მიიღებდა, გაქრა იმ ახალი პრობლემების ფონზე, რომელიც ევროკავშირის ბლოკის უმსხვილესმა წევრებმა წამოჭრეს.
ბერლინის შეშფოთებას იწვევს გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებები, საფრანგეთში კი მიიჩნევენ, რომ ტერორისტული საფრთხეების ფონზე, უვიზო რეჟიმი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისთვის ახალ გამოწვევებს შექმნის.
Wall Street Journal-ის ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის გადადება შეასუსტებს საქართველში პროდასავლურ ძალებს, რომლებიც „მტრულად განწყობილ რუს მეზობელს ებრძვიან“.
გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ 8 ივნისს მიმართა ევროკომისიას თხოვნით, წარადგინოს ანგარიში ქართველი კრიმინალების დანაშაულზე ევროკავშირის ტერიტორიაზე.
თავის მხრივ, საფრანგეთი და იტალია ითხოვენ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციამდე უნდა დამტკიცდეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანას უვიზო რეჟიმი გამარტივებული პროცედურით შეუჩეროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.