სოხუმის მარიონეტული რეჟიმი, ცხინვალისგან განსხვავებით, რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებს.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ განაცხადა, აფხაზებს „დამოუკიდებლობა“ სურთ.
„ცხინვალის მოტივები გასაგებია, რადგან ოსების ერთი ნაწილი რუსეთში, მეორე ნაწილი კი სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს. ამიტომაც აქვთ გაერთიანების სურვილი. ჩვენ კი სხვანაირი სიტუაცია გვაქვს. გვსურს, ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დიდი რუსეთის სანდო მოკავშირე. ჩვენ დამოუკიდებლობა დავიმსახურეთ“, - განაცხადა მიქვაბიამ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.