პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი, პაატა ბურჭულაძე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს.
„რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს. ყველასათვის ნათელია, რომ ხელისუფლების სურვილი არც არასოდეს ყოფილა რეალური სასამართლო რეფორმის განხორციელება. მორჩილი სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მოკავშირეა. მხოლოდ ასეთი მოცემულობის პირობებში გრძნობს ხელისუფლება კომფორტულად თავს, რომლის მთავარი მიზანია, არ მივიდეს კრიტიკული ინფორმაცია მაყურებლამდე. ფაქტია, ამ პროცესებით საქართველოს საერთაშორისო იმიჯი ნადგურდება, ვინაიდან ყველას თვალში ქართული მართლმსაჯულება უფასურდება. "რუსთავი-2"-ის დამორჩილებასთან დაკავშირებული, წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლებისგან ორკესტრირებული ეს უგუნური გადაწყვეტილება, ყველასათვის წინასწარ იყო ცნობილი. ცხადია, ეს პროცესი სააპელაციო სასამართლოს ამ პროვოკაციული გადაწყვეტილებით არ დასრულდება და კიდევ უფრო გაართულებს არსებულ ვითარებას. ქართული საზოგადოება, ჩვენ, ყველანი ერთად არ დავთმობთ დამოუკიდებელ ტელევიზიას და მის სარედაქციო თავისუფლებაში ჩარევას. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს სწორედ სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს,“ - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.