„ვუსამძიმრებ ნიკა გვარამიას“, - აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა.
„ნიკა გვარამიას ქმედება აღარ ექვემდებარება კონტროლს. ის ფიქრობს, რომ ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდით ან მე, ან თეა წულუკიანი, რომ უკაცრავად, მაგრამ ტუალეტებიდან გვიწევს სატელეფონო საუბრების განხორციელება. თუ ეს არის ნიკა გვარამიას ფანტაზიის არეალი დღეს, მე მას გულწრფელად ვუსამძიმრებ. შეიძლება თვითონ აკეთებს ესეთ რამეს, ან უკეთებია და ალბათ, წარმოუდგენია ახლა, რომ შეიძლება ან თეა წულუკიანს ან მე, რა დაგვემართა სამაგისო, რომ ტუალეტებიდან არ ვილაპარაკოთ. ეს თქვენ გგონიათ ესე. არც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არც ნიკა გვარამიამ არ ჩათვალოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის მისი ქვემდგომი ფილიალი. თავი დავანებოთ საკონსტიტუციო სასამართლოში ხელებისა და სხვა რაღაცეების ფათურს და მივცეთ საშუალება სასამართლოს, იმუშაოს ნორმალურად“-აღნიშნა ბესელიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკაში სწორედ „ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია რთავს.
„რუსთავი 2“-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან ფარულ კომუნიკაციას აწარმოებს.
„რა შუაშია პოლიტიკაში ჩართვა, ეს არის ერთადერთი დემოკრატიული კუნძული, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკაში ქალბატონი ბესელია რთავს, რომელიც მის წინააღმდეგ კანონებს იღებს, თან პოლიტიკურად მოტივირებულ კანონებს, რომელიც ფარულ კომუნიკაციას აწარმოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ტურავასთან, რომელმაც არ უარყო, არ შეიძლება რომ მას ჰქონდეს კომუნიკაცია. ახსოვდეს ქალბატონ ბესელიასაც და წულუკიანსაც, რომ იუსტიციის სამინისტროში უამრავი ადამიანი მუშაობს, რომელიც ჩემი მიყვანილია იქ, რომელსაც ყურები და თვალები აქვს. ისინი ისმენენ ბესელიას საუბრებს, მათშორის ტუალეტებში: „მერაბ გამარჯობა ყველაფერი წესრიგშია კოლეგიაში, თეას ახლა აინტერესებს რა ხდება საკონსტიტუციოში“ – ამას თავის ყურით ისმენენ, მათშორის ტუალეტის კაბინებიდან ნათქვამსაც“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.