პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი თამაზ მეჭიაური სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. იგი მხარეებს სასამართლო გადაწყვეტილების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
"უნდა ვენდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატივი ვცეთ. სამართლიანობა ნებისმიერ პერიოდში უნდა აღდგეს, როგორც არჩევნების წინ, ისე არჩევნების შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ რა თქმა უდნა, სამართლიანობის აღდგენის პროცესმა შეიძლება ვინმე დააზარალოს,“ - განაცხადა მეჭიაურმა.
დეპუტატი ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც მან განაცხადა, რომ გარანტად უდგება დავით დვალსა და ქიბარ ხალვაშს თუკი სასამართლო მიიღებს რუსთავი 2-ის მფლობელების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, პირადად აანაზღაუროს დვალისა და ხალვაშის ზარალი.
„კითხვებს რატომ უნდა აჩენდეს, კაცი იძახის, რომ მე ნაკლები მითქმა-მოთქმის საფუძველი რომ არ მივცე ხალხს, მე ჩემს პირად რესურსსაც კი გამოვიყენებ, რომ დავეხმაროო, თუნდაც გვარამიასო,“-განაცხადა მეჭიაურმა.
ბიძინა ივანიშვილმა 7 ივნისს ტექნოპარკში ტლეჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა რომ თუ დვალი და ხალვაში არ შეეხებიან არხის მენეჯმენტს და ნიკა გვარამიას, ის მზად არის ნებისმიერი საფასური გადაიხადოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.